ანაკლიის სასტუმროებში პროექტების შეჩერების ფაქტებს არ ადასტურებენ

0

sastumro-oqros-sawmisiანაკლიის სასტუმროების ნაწილი კურორტზე ტურისტული აქტივობის შეჩერებას უარყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ანაკლიაში სასტუმროები დაცარიელებულია და ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია.

როგორც რადიო „კომერსანტთან“ ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „ოქროს საწმისის“ ხელმძღვანელი აცხადებს, ზამთარში ანაკლიაში დამსვენებლები და ტურისტები არასოდეს არიან, თუმცა, ზაფხულისთვის ჯავშნების გაკეთება და დაინტერესება უკვე ჩანს, რის საფუძველზეც მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან.

სასტუმროს ხელმძღვანელის განცხადებითვე,  ანაკლიაში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და კურორტზე ტურისტული აქტივობის შეჩერების საფრთხე არ არსებობს.

სხვა ახალი ამბები: