ანა წითლიძის ბრალდებებს სამეგრელოს გუბერნიის პრეს სამსახური პასუხობს (ვიდეო)

0

witlidze-lagvilavaზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. წითლიძის განცხადებით ზუგდიდის განვითერების ცენტრის დაფინანსების საკითხი ხელოვნურად არის გაწელილი, რომლის უკან სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია დგას. ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით სამეგრელოს გუბერნატორი ახდენს ზეწოლას ქალაქის საკრებულოსა და მერიაზე. გამომდინარე აქიდან, წითლიძემ დღეიდან დაარეგისტრირა ახალი ანგარიშის ნომერი , რომლის საშუალებითაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს სთავაზობს დახმარება გაუწიონ ზუგდიდის განვითარების ცენტრში 1200-მდე მოსწავლეს.

ანა წითლიძის ბრალდებებზე საპასუხო განცხადება გააკეთა სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურმა. პაატა ლაგვილავას განცხადებით ანა წითლიძის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლო და მოგონილია. სამეგრელოს გუბერნატორი მსგავს საკითხებში არ ერევა და ის ამ წუთებშიც თბილისში იმყოფება და რეგიონისთვის სამომავლო საკითხებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდის განვითარების ცენტრი, სადაც ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით ,1 200-მდე ბავშვი სწავლობს ,ფართის დაფინანსებას ითხოვს, რისთვისაც, მათი გათვლებით, 18 ათასი ლარია საჭირო.

კომისიის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიან.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.