ანდრო ბარნოვი „რესპუბლიკური პარტიიდან“ 2010 წელს გარიცხეს

0

barnoviანდრო ბარნოვი „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიდან გარიცხეს – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

„ბარნოვი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ნამდვილად იყო, რაღაც პროექტზეც მუშაობდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა და პარტიიდან გაირიცხა“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ რეგიონული და საარჩევნო მდივნის თამარ რომელაშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი 2005 -დან 2010 წლამდე იყო.
„ანდრო ბარნოვი პარტიის რიგითი წევრი იყო, რომელიც თავიდანვე ჩვენს პარტიას და იდეოლოგიას მხარს უჭერდა, ხოლო 2010 წელს ჩვენი წესდების შესაბამისად, პარტიის კურსის შეუსაბამობის გამო გაირიცხა. გადაწყვეტილება რაიონულმა ორგანიზაციამ მიიღო, შემდგომ კომიტეტმა, პარტიის სამდივნომ და ეროვნულმა კომიტეტმაც განიხილეს ეს საკითხი…ის შიდა განაწესის დაცვით გაირიცხა“, – ამბობს თამარ რომელაშვილი.

ანდრო ბარნოვთან დაკავშირებით, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ სკანდალური განცხადება გაზეთ „ასავალ დასავალთან“ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსი სპეცსამსახურების აგენტია და ის თავის დროზე ოპოზიციაში ჩანერგილი იყო:

„ანდრო ბარნოვმა საკუთარ თავს მიხედოს და იმაზე იფიქროს, თვითონ რომელი სპეცსამსახურის აგენტია! დიახ, 2010 წელს ბარნოვი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ამ პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და ღიად გამოხატავდა ოპოზიციურ განწყობას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, მერე კი რადიკალურად შეიცვალა განწყობა და სააკშვილის ბანაკში აღმჩნდა, ასეთი რამ კი სწორედ სპეცსამსახურების აგენტებს ახასიათებთ. როგორც ჩანს, ბარნოვი სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ იყო ჩანერგილი ოპოზიციაში და კონკრეტულად რესპუბლიკურ პარტიაში…ზუსტად ვიცი და ზუსტად მახსოვს, რომ ბარნოვი რესპუბლიკელი იყო. შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ერთ-ერთ კარგად დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა და ბარნოვიც სააკაშვილის ბანაკში გადახტა. თბილისის ცენტრში, გრიბოედოვის ქუჩაზე კარგად გარემონტებული, ძვირად ღირებული ოფისიც „დაითრია“ და ასე დაიწყო ბარნოვის მანგუსტიზაცის პროცესი“! – აცხადებს მაისაია „ასავალ დასავალთან“ საუბარში.

სხვა ახალი ამბები: