ანზორ ერქომაიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში კონცერტის ჩატარებას არ ადასტურებს

0

anzor_erkomანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ინტერნეტგამოცემა “იზვესტიას” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს დამახინჯებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ანსამბლი “რუსთავი” ოკუპირებულ რეგიონებში კონცერტის ჩატარებს ნამდვილად არ გეგმავს.

“მე კორესპონდენტმა დამისვა კითხვა, თვლით თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებადო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ დიახ ასეა. მერე რა ინტერპრეტაციით გამოიყენა გამომცემლობამ ჩემი კომენტარი ნამდვილად არ ვიცი. ან მე რა უნდა დამეგეგმა, რა საშუალებებით ოკუპირებულ რეგიონებში კონცერტი? ეს აბსურდია,”-აცხადებს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” სატელეფონო ჩართვაში ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი

სხვა ახალი ამბები: