ანი ნადარეიშვილის ჰოპლა და მხარდამჭერთა “ერთსულოვნება” facebook-ში smo.ge-ს წინააღმდეგ

0

537107_620390671308778_1337370665_nახალაიების რძალი და თამაზ ნადარეიშვილის ქალიშვილი ანი ნადარეიშვილი საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საწინააღმდეგო აქციას სოციალურ ქსელ facebook-ზე განაგრძობს. მისი თამამი განცხადებით ორი დღის წინ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განმუხურის ამფითეატრში ახალაიებმა განაწყენებულებსა და მოტყუებულებს მოუყარეს თავი სინამდვილეს არ შეესაბამება. ანი ნადარეიშვილის მიერ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მოწოდებას მოჰყვა მისი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი კომენტარები, თუმცა აქვე ისიც გაირკვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა გაჩნდა: მიშას და ვანოს მხარდამჭერები და ახალაიების გუნდი.

გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნდა:

Elene Tosunidi ეს რა ბინძურ სისულელეებს წერენ.ამ ღონისძიაებაზე მეც ვყავი და ერთი ადამიანიც კი არ იყო უკმაყოფილო… რაც შეეხება გადახდას თავს დავდებ რომ ამაში არავის არაფერი გადაუხდია.არც ნაციონალურ მოძრაობას არ დაუგეგმია…უნდა რცხვენოდეს ამის დამწერს…ეს ღონისძიება ბაჩოს ოჯახმა და მეგობრებმა მოამზადეს და ჩვენ მივედით,საზოგადოება ამ ღონისზიების მხარდასაჭერად…გამოვხატეთ გმირების გვერდში დგომა!ჩენ ვაფასებთ ბაჩოს სამშობლოსთვის თავგანწირვას,დაღუპულ ბიჭებს პატივი მივაგეთ…აგვისტოს გმირებსაც და ავღანეთშიც დაღუპულებსაც…ბაჩო საქართველოს გმირია…

Bacho Enukidze რა ნახე ამ ვანოში მოსაწონი და დასაფასებელი? ან მიშასი? ის რომ ბაჩოს დასაცავდ თითი არ გაუნძრევით თუ ის რომ რომ თურმე მათი ნათქვამით ბაჩო მათი აქტივისტი და გუნდის წევრი არ იყო ვარდების რევოლუციის დროს და არც მას შემდგომაც. მართლაც მაგ პიდარასტებში გმირის სახელს ნუ ახსენებთ.

Alex Rusia ღმერთი მდგარა ბაჩოს გვერდზე. და ამ დროს დიადი ბაჩო წამოწოლილია თუ ისიც დგას )).

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ნახალაიას მეუღლის განცხადებით სტატია შეკვეთილი იყო და მასში გარკვეული თანხაა აღებული, თუმცა ნადარეიშვილი წყაროს არ უთითებს. მისივე განცხადებით ფაქტები არ არსებობს და სტატია მოგონილ ამბებზეა აგებული. გამომდინარე აქიდან ახალაიებს ამით არაფერი დააკლდებათ.

“რამდენი გადაგიხადეს Malkhaz Basilaia ????? ეს სტატია თქვენს არაპროფესიონალიზმზე და ფულზე გაყიდულობაზე მეტყველებს, თორემ ჩვენ, ახალაიაებს ამით არაფერი დაგვაკლდება!!!”-წერს საკუთარი facebook-ის გვერდზე ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

P.S:-დღის განმავლობაში, საინფორმაციო სააგენტო SMO.GE გაავრცელებს ექსკლუზიურ კადრებს განმუხურის ამფითეატრიდან, სადაც 18 მაისს ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. კადრები გადაღებულია მობილური ტელეფონიდან და ის საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ მიაწოდა.

სხვა ახალი ამბები: