ანი ნადარეიშვილმა facebook-ში დეზინფორმაცია გაავრცელა?!

3

specoperaciaშს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სამეგრელოში სამი დღის წინ მომხდარ საზარელ დანაშაულზე სოციალურ ქსელ facebook-ში წერს. მისი განცხადებით ამნისტირებულმა ყოფილმა პატიმრებმა 25 წლის ახალგაზრდა ჯერ სასტიკად აწამეს შემდეგ კი მოკლეს.

 

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ აღნიშნული ფაქტი გადაამოწმა, რომელიც არა სამი დღის წინ, არამედ 29 აპრილს, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები აღმოჩნდა,რომელიც 24-25 აპრილს გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში ე.წ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა ჩაატარეს.  “სამეგრელოს რეგიონთან გალის რაიონში ე.წ გალის მილიციის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს და ყველამ კარგად იცის სად დაიღუპა გალის მკვიდრი რომან აკობია”-განაცხადა smo.ge-სთან საუბარში საკუთარმა წყარომ.

შეგახსენებთ, რომ ანი ნადარეიშვილმა აღნიშნული განცხადება facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ოთხი თვის წინ ბესელიასა და უსუფაშვილის მიერ შეწყალებულმა “დაჩაგრულმა”, “საცოდავმა”, “უპატიოსნესმა” და “გაუბედურებულმა” “უ.დ.ო.”-თი გამოგდებულმა (გალის რ/ნი სოფ: ბარღებ-ში მცხ): ხარჩილავამ,(ქ.გალში მცხ):ლემონჯავამ (გალის რ/ნი სოფ:ოტობაია-ში მცხ),ფარულავამ და ხაჯალიამ სამი დღის წინ (გალის რ/ნი სოფ:ნაბაკევ-ში მცხ): 25 წლის რომან გულვერის ძე აკობია სხვა თანამზრახველებთან ერთად წამებით (იატაკზე ხელ-ფეხით დააჭედეს, დანით დასერეს და ათასგვარი სისაძაგლით) მოკლეს. საცოდავის ყვირილი მთელს სოფელს ესმოდა და შეშინებული გლეხები ყოველივეს ჩუმად უსმენდნენ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე პასუხისმგებელია ის, ვინც ეგ ნაძირლები გარეთ მიუქსია ქურდულს გადაჩვეულ საქართველოს მოსახლეობას!” – წერს facebook-ში ანი ნადარეიშვილი.

 

სხვა ახალი ამბები: