ანი წითლიძის საჩუქარი თენგიზ ჯგუშიას: ”გუშინ რო იყვნენ, ისინი მოდიან ისევე”

0

wunaზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში გაჩაღებული ისტერიები უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელ facebook-ში გრძელდება. ყოფილი მაჟორიტარი სოციალურ ქსელში თანამოაზრეებსა და მისი აზრის მხარდამჭერებს ეძებს, თუმცა ამის ფონზე მას ახალგაზრდულისაინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ანი წითლიძე უწევს მედგარ ოპონირებას. ჯგუშია გამგეობის ტემიდან ახლა უკვე საკრებულოში ინაცვლებს და იქ ახალ სამიზნეს ეძებს. თუმცა ერთი უკვე ”ამოიჩემა”. მისი ახალი ”მსხვერპლი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიაა. თენგიზ ჯგუშია საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ურჩევს საკრებულოს თავი დაანებოს და საკუთარ ბიზნესს მიხედოს.

”ბატონო თენგიზ. შეგნებულად არ ჩავერიე თქვენს გამოსვლაში გუშინ. მაგრამ ამ ბოლო კომენტარის მერე ვალდებულად ჩავთვალე თავი პასუხი გამეცა თქვენთვის უბრალოდ ტყუილებსაც აქვს თავისი საზღვარი. კონჯარიას ბიზნესი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევნამდე ქონდა საკმაოდ მყარი და სწორედ ბიზნესიდან მოვიდა საკრებულოს თავმჯდომარედ. ძალიან ბევრისგან მათ შორის თქვენგანაც განსხვავებით, რომელიც ნამდვილად იმყარებდით თქვენი მაჟორიტარობის დროს თქვენს ბიზნეს ინეტერსებს. მე უფრო მეტს შეგნებულად არ გავიხსენებ და არა იმიტომ რომ ან ლევანს ვიცავ და ან თქვენი მერიდება უბრალოდ ვთვლი და ჩემი პოლიტიკური განათლება მარწმუნებს ამაში რომ თქვენ წყლის მილებზე და კონჯარიას საქმიანობაზე მეტად თქვენი რეაბილიტაცია გაინტერესებთ და რა თქმა უნდა ეს თემები საპოპულისტოდ ზედგამოჭრილია. როდესაც პრემიებზე საუბრობთ მაშინაც პოპულისტობთ, თქვენ დროს ალბათ პრემიები არ იყო მაგრამ იყო ძალიან დიდი კორუფცია რომელშიც წარმატებით მოღვაწეობდა თქვენი გუნდი. ამიტომ სანამ პირადულში გადახვალთ და “ოდეკალონებს” გაიხსნებეთ რაც უბრალოდ თქვენსავე დაბალ დონეზე მეტყველებს (ნამდვილად არ ხართ ასეთი უბრალოდ ეხლა გჭირდებათ) კარგადაც მიიხედეთ თქვენსკენ.არ უნდა გეშლებოდეთ და პოლიტიკური დებატები არ უნდა გადაგყავდეთ ისტერიაში და შეურაცხყოფაში”-ასე მიმართავს წითლიძე ჯგუშიას.

ყოფილი მაჟორიტარის პასუხიც არ აყოვნებს, რომელიც ასევე წერს.

”ნეტა ჩარეულიყავით, ვინ დაგიშალათ?! იქნებ მიპასუხოთ, კონჯარიას თანამშრომელო ქ–ნო წითლიძევ, თქვენმა საკრებულომ თუნდაც 2012 და მიმდინარე წელს პრემიებზე რამდენი დახარჯა. ამ ინფორმაციას ოფიციალურადაც გამოვითხოვ და ფრთხილად იყავით. იქნებ მიპასუხოთ კონკრეტულად: რამდენი უჯდება ზუგდიდის ბიუჯეტს კონჯარია? თქვენი პოლიტიკური განათლება მხოლოდ კონჯარია–გუნავას და ნაციონალების ისტერიულ დაცვაში არ უნდა ვლინდებოდეს, კონჯარიას წამყვანო სპეციალისტო”-წერს თენგიზ ჯგუშია.

საპასუხოდ ანი წითლიძე ყოფილ მაჟორიტარს ქართული მულტიპლიკახიურტი ფილმიდან ფრაგმენტს უძღვნის სახელწოდებით ”გუშინ რომ იყვნენ ისინი მოდიან ისევე”

წითლიძის საჩუქარი ჯგუშიას

სხვა ახალი ამბები: