ანონიმური წერილი smo.ge-ს: ვინ აპირებს სამეგრელოში “სუს”-ის უფროსობას?!

0

weriliსახელმწიფო უშიშროების სამსახურში (სუს) სამეგრელოს რეგიონალურ სამმართველოში უახლოეს მომავალში ახალი კადრების დაკომპლექტება იგეგმება. როგორც smo.ge-ს სარწმუნო წყარო იტყობინება ე.წ “სუს”-ის უფროსად სენაკის რაიონის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოპერ მუშაკის ხვიჩა ჯიშკარიანის დნიშნვაა ნავარაუდევი. იგივე წყარო საინფორმაციო სააგენტოს უგზავნის წერილს, სადაც ჩამოთვლილია ჯიშკარიანის საქმიანობის ყველა ის დეტალი, რომელიც მას 2003 წლიდან დღემდე განუხორციელებია. გთავაზობთ წერილში მოყვანილ ფაქტებს უკომენტაროდ

“ხვიჩა ჯიშკარიანი სენაკის რაიონის უშიშროების სამსახურის ოპერი რომ იყო, აქტიურად მონაწილეობდა სიგარეტის კონტრაბანდაში. ის საკუთარი დედის მაღაზიიდან ბითუმად ყიდდა კონტრაბანდულ საქონელს (სიგარეტს)

2003 წელს, როცა ის სენაკის უშიშროების უფროსი იყო, ვინმე გივი მირცხულავას ჩამოტანილი ჰქონდა (სენაკში) ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. აღნიშნული ინფორმაციია მან აგენტ ბაჩუკი გოგიასგან მიიღო (მირცხულავა გოგიას ცოლის ბიძაა). მან (გოგიამ) გაყიდა ინფორმაცია და მირცხულავას ყველაფერი უამბო. ინფორმაციის მიჩქმალვისთვის ჯიშკარიანმა 3000 დოლარი აიღო.

2004-2005 წლებში ჯიშკარიანი მუშაობდა ფოთის კონტრდაზვერვის სამსახურში. სწორედ ამ პერიოდში ხვიჩა ჯიშკარიანზე დასავლეთ საქართველოს გენერალური ინსპექციის თანამშრომელ ნიაზ ტაკიძიის ინფორმაციით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმე ეხებოდა რუსეთიდან ჩამოყვანილი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვის გეგმას და ამის ხარჯზე სისტემატიურად ფულის აღებას. რუს გოგონებს ათავსებდნენ სხვადასხვა არალეგალურ ბორდელებში და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ. (რუსი გოგონების დიდი ნაწილი მოათავსეს სასტუმრო “ამბასადორში”) თავის დროზე  ჯიშკარიიანი მკაცრად გააფრთხილა მეგის ქარდავამაც.

2005-2006 წლებში ჯიშკარიანი მუშაობდა სენაკის ბაზაში სამხედრო პოლიციის უფროსად, მისი ცოლის ძმის ლერი ხუჯუას მეშვეობით, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იყო “არიელის” წილში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ნარკოტიკული ნივთიერების უწყვეტი შემოდინება სენაკის სამხედრო ბაზაში. სწორედ ჯიშკარიანი “კრიშავდა” აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ სენაკელებს, ხატია ჭანტურიასა და  ასიდა ფაჩულიას, მათ შორის შუამავალი კი იყო ბუთა ყურაშვილი. ნარკოტიკული ნივთიერება ნაწილდებოდა უშუალოდ სამხედრო ბაზიდან. ამავე პერიოდში მოხდა  სენაკის სამხედრო ბაზიდან ვარგისი ვერტმფრენის უტილიზაცია. 2008 წელს ჯიშკარიანის მითითებით (აგვისტოს თვე) რუსების შემოსვლის დროს  სამხედრო ბაზიდან გაიტანეს საბრძოლო იარაღი, რომელიც კახეთში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში იქნა არალეგალურად შეტანილი და გაყიდული. შემდეგ კი ეს რუსების მიერ წაღებულ იარაღად იქნა გაფორმებული და ჩამოიწერა.

ჯიშკარიანმა სენაკის ერთ-ერთ ტყეში ააშენა ღორების ფერმა და სწორედ ამისთვის სენაკის სამხედრო ბაზიდან გაზიდულ იქნა ასაფრენი ბილიკის ფილები. ფერმაში სამხედრო ბაზიდან ეზიდებოდნენ, როგორც ნარჩენ საკვებ პროდუქტს, ასევე ვარგის პურს და მზა კკერძებსაც.ფერმის მოგებას ჯიშკარიანი მთლიანად ჯიბეში იდებდა.

ბაჩუკი გოგია (სენაკელი) , რომელიც ცნობილი ზონდერია, თავიდან ბოლომდე იცის ჯიშკარიანის საქმიანობის შესახებ. მისი საქმიანობის შესახებ ცნობილია სამხედრო პოლიციის ამჟამინდელი უფროსის მოადგილისთვისაც. დათო შენგელიასა და ჟიშკარიანს შორის დავა მოხდა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ჯიშკარიანს 5.000 აშშ დოლარი მისცა. დათო შენგელიას გააჩნია ჯიშკარიანის საქმიანობის მამხილებელი დოკუმენტური ვიდეო მასალაც კი.

წინასაარჩევნო პერიოდში ხვიჩა ჯიშკარიანი აქტიურად იყო ჩართული ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო ბატალიებში. მას პირდაპირი კავშირები ჰქონდა როლანდ ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან, რომლებსაც აწვდიდა შესაბამის ინფორმაციებს.

ხვიჩა ჯიშკარიანს არჩევნების შემდგომ პერიოდში სურდა სენაკის რაიონის გამგებლობა, მაგრამ იგი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა პრაქტიკულად გააგდეს, როგორც “ნაციონალების” კანდიდატი.

სწორედ ამი შემდეგ ხვიჩა ჯიშკარიანი დაუკავშირდა თავის სიძეს ზურა ცოტნიაშვილს, რომლის მეშვეობითაც ის ახერხებს სამეგრელო-ზემო სვანეთის “სუს”-ის რეგიონალური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მოსვლას და თავის წარმოჩენას, როგორც ერთ-ერთი რეალური კანდიდატი”

smo.ge-სთვის გამოგზავნილი წერილის სტილი მთლიანად დაცულია

სხვა ახალი ამბები: