ანსამბლი ”რუსთავი” კონცერტებს ოკუპირებულ რეგიონებში გამართავს

0
rustaviანსამბლი “რუსთავი” ერთ თვეში კონცერტებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც გამართავს.
ამის შესახებ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა გაზეთ “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ადრე იქ წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდით, ახლა ძნელია ჩასვლა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ჩვენ პირველად 2008 წლის შემდეგ, იქ კონცერტს გავმართავთ”, – განაცხადა ერქომაიშვილმა.
მისივე თქმით, ანსამბლის რეპერტუარში აფხაზური და ოსური სიმღერებიცაა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მოსკოვს სტუმრობს და 11 აპრილს „კროკუს–სითი ჰოლში” გრანდიოზული კონცერტის გასამართად ემზადება.

სხვა ახალი ამბები: