ანტარქტიდაზე ყინულის დნობის სიჩქარე გაიზარდა

0

penguins_antarcticaანტარქტიდაზე  ყინულის დნობის სიჩქარე  გასულ წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და შედეგები  საზოგადოებას დღეს წარუდგინეს.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ  1992 წლიდან, ყოველწლიურად  6,1 მილიონი ტონა ყინული დნებოდა,  2003-2009 ყინულის დნობის პროცესი გაორმაგდა, სადღეისოდ კი წელიწადში 16,3 მილიარდი ტონა ყინული დნება.

მეცნიერების განცხადებით, ყინულის ასეთი მასშტაბური დნობა მსოფლიოსთვის საშიშია, რადგან  ზღვის დონის ამაღლებას გამოიწვევს, სანაპიროები კი წყლით დაიფარება.

სხვა ახალი ამბები: