ანქვაბის განცხადებით აფხაზეთში უკრაინის სცენარის განმეორებას არ დაუშვებს

0

aaanqvaabაფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ის ქვეყანაში უკრაინის მსგავსი სცენარის გამეორებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ანქვაბმმა რადიოსადგურ ,,კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.

“ჩვენ არ გვინდა და ყველანარიად ვეცდებით მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი არ დავუშვათ. გადატრიალებებს არასდროს მოუტანიათ სახელმწიფოსთვის სარგებელი, მათ ყოველთვის ტრაგიკული მოვლენები, მსხვერპლი, სისხლისღვრა სდევს თან. უკრაინა ამის დადასტურებაა,”– აცხადებს ანქვაბი.

ანქვაბის თქმით, ის ოპოზიციასთან დილოგისთვის მზად არის, რათა კონკრეტული შედეგი დადგეს. “სიტუაცია რთულია, მაგრამ არა კრიტიკული. ჩვენ ვთავაზობთ დიალოგს,”– აცხადებს დე–ფაქტო პრეზიდენტი.

ალექსანდრე ანქვაბის ექსკლუზიური ინტერვიუს მორიგ ნაწილს ავრცელებს ასევე სააგენტო „ლაიფნიუსი“. ინტერვიუში ოკუპირებული აფაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ ის რუსეთის წარმომადგენელ-ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სურკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი არ აპირებს აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩაერიოს. პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს რაულ ხაჯინბა.

ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ აფხაზეთში ამ დროისთვის ორი სახელისუფლებო ორგანო – თვითგამოცხადებული პარლამენტი და ეგრეთ წოდებული ნდობის საბჭო მოქმედებს. მისი თქმით, ანქვაბმა ლეგიტიმურობა დაკარგა და მისი განცხადებები სასაცილო ხდება.

სხვა ახალი ამბები: