ანქვაბი თბილისში მკურნალობს – რას წერს აფხაზური მედია?

0

annnqvaabbაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი სავარაუდოდ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ასეთი სათაურით აქვეყნებს აფხაზური მედია სტატიას, რომელიც გაზეთ “რეზონანსის” ინფორმაციას ეყრდნობა. აფხაზური ონლაინ გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ ალექსანდრე ანქვაბმა გულის ოპერაცია რამდენიმე თვის წინ მოსკოვში გაიკეთა. სწორეს ამ ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

“ქართული გამოცემის “რეზონანსის” ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვიდან თბილისში ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ კლინიკაში სასწრაფოდ გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს”-ნათქვამია აფხაზურ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: