ანქვაბი მოსკოვშია, ოპოზიცია კი მთავრობის სახლის შტურმისთვის ემზადება

0

afxazetiაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/mitingii.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებებმა მძიმე ფორმებში და თან დახურულ კარს მიღმა ჩაიარა. ამის შესახებ რუსული გამოცემა “მოსკოვსკი კომსომოლეცი” სტატიას აქვეყნებს სათაურით “ოფიციალური ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე”. სტატიაში განხილულია ის ვითარება, რომელიც ამ დროისათვის არის შექმნილი სოხუმში.

“მოსახლეობა ითხოვს სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მშვიდ ცხოვრებას. მართალია ხელისუფლებამ დაარეგულირა ელექტროენერგიის გადასახადები, მაგრამ პური აფხაზეთში ორჯერ მეტად გაძვირდა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ იკლო პენსიებმა და ხელფასებმა. გარდა ამისა აფხაზეთში საგრძნობლად გამძაფრდა კრიმინალური მდგომარეობა და არამიზნობრივად გაიხარჯა  აფხაზური ბიუჯეტისთვის გამოყოფილი რუსული ფულები”-ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის სარწმუნო წყაროს ინფორმაციით ვლადიმერ პუტინმა პირისპირ შეხვედრაზე ალექსანდრე ანქვაბი “გაროზგა” იმ თერთმეტი მილიარდის უყაირათოდ გაფლანგვის გამო, რომელიც ოფიციალურმა მოსკოვმა აფხაზეთს სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად გამოუყო. არცერთი პროექტი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ჯერჯერობით არ განუხორციელებია.

სოხუმში ისევ მიმდინარეობს მიტინგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. “სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერი რაულ ხაჯინბა და მასთან ერთას საგანგებოდ შექმნილი აფხაზეთის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი კოალიციური მთავრობის შექმნას ორშაბათამდე ითხოვს, თუმცა მათ ამის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. ორშაბათიდან კი ოპოზიცია მთავრობის სახლის შტურმით აღების გეგმას ამუშავებს. ალექსანდრე ანქვაბი ჯერ ისევ მოსკავშია. სოხუმში ის სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება.

სხვა ახალი ამბები: