ანქვაბი საქართველოსთან სულიერ კავშირის აღდგენას გამორიცხავს

0

anqvaabაფხაზეთსა და საქართველოს ეკლესიებსა და ხალხს შორის სულიერი კავშირი დიდი ხანია დაიკარგა და მისი აღდგენა შეუძლებელია.

ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ალექსანრე ანქვაბმა გუშინ სოჭში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელ მიტროპოლიტ ილარიონთან და ბორჯომ–ბაკურიანის მიტროლოპიტ, მეუფე სერაფიმეთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრას სხვა საეკლესიო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთში მართლმადიდებლობის კუთხით არსებულ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

როგორც რუსეთის საპატრიაქროს წარმომადგენელმა მეუფე ილარიონმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზა შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ეკლესიური კანონების დაცვით.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ სამშვიდობო ღვთისმსახურების დიდი მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ ის მიმართულია ხალხთა შორის მეგობრობის გამყარებისკენ.

შეხვედრის მონაწილეების აზრით, მიზანშეწონილი იქნება, თუ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სხვა ფორმატშიც გაიმართება და კონსულტაციები გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: