ანქვაბი ქართული გზით მიდის

0

ankvabiინფრასტრუქტურაში ინვესტიციები უნდა ჩადონ კერძო ინვესტორებმა – ასეთია აფხაზური რეჟიმის თავკაცის ალექსანდრე ანქვაბის ეკონომიკური პოლიტიკა, გახმოვანებული სოხუმში მიმდინარე რუსეთ-აფხაზეთის საქმიან ფორუმზე. მათ მიერ წარმოდგენილი ოკუპირებული აფახაზეთის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის პროექტები ზუსტად იმეორებენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ამ სფეროში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში.
კერძოდ, როგორც ანქვაბმა განაცხადა, “საერთო ინფრასტრუქტურის განვითარება” ხელსაყრელი “სამართლებრივი გარემოს” შექმნით გაზრდის რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობას, “ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მნიშვნელოვნად გაზრდის ყველა დონის საგადასახადო შემოსავლების შემოდინებას ბიუჯეტში”.

კერძო ინვესტორების მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ “ასე უკვე ხდება. დღეს საკურორტო სფერო იზიდავს კაპიტალს, მათ შორის უცხოურს, მასში იდება არც თუ მცირე თანხები”. ანქვაბის თქმით, აფხაზური ხელმძღვანელობის მიერ საერთო და სოციალურ ინფრასტრუქტურაში აქტიურმა საბიუჯეტო დაბანდებებმა “სტიმულირება მისცეს სამშენებლო ინდუსტრიის სფეროს განვითარებას, კარგი ტემპებით ვითარდება სამშენებლო მასალების ბაზარი და მომსახურება”.

აფხაზმა ლიდერმა შეახსენა მათ, რომ დასასრულს უახლოვდება მოსკოვის მიერ დამუშავებული 2010-2012 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის პირველი ეტაპის რეალიზება. რუსული ფინანსური დახმარება მიმართული იქნა ჯანდაცვის ობიექტების, განათლების, სოციალურ-კულტურული სფეროს, ტრანსპორტის და საინჟინრო ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის განვითარებაზე.

“ამჟამად დასრულების სტადიაშია 2012-2015 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა, დაფუძნებული ასევე რუსეთის დახმარებაზე, – განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა. -ამ პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ საბავშვო ბაღებს, სკოლების, კულტურის სახლების, კლუბების აღდგენით სამუშაოებს და კაპიტალურ რემონტს, ავაშენებთ დახურული ტიპის მრავალპროფილიან სპორტულ ობიექტებს, ფეხბურთის მინი-მოედნებს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს, საფეხბურთო სტადიონებს… ჩვენ ვგეგმავთ კაპიტალურად გავარემონტოთ ყველა საქალაქო და რაიონული საავადმყოფოები და პოლიკლინიკები, აღვჭურვოთ ისინი თანამედროვე ტექნიკით, ორგანიზება გავუწიოთ ხარისხიან პირველად სამედიცინო დახმარებას. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ყოველ სოფელში შევქმნათ საფელდშერო-სამეანო უბნები”.

როგორც ანქვაბმა აღნიშნა, “კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს სახსრები უნდა დაიხარჯოს მხოლოდ საწარმოების, ქარხნებისა და ფაბრიკების აშენებაზე, და არა სოციალურ განვითარებაზე და ინფრასტრუქტურაზე”, თუმცა არ შეიძლება ძირითადი სახსრების მიმართვა “მხოლოდ საწარმოების შექმნაზე, როდესაც დანგრეულია სკოლები და გზები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები იმყოფება სავალალო მდგომარეობაში და მოსახლეობის დიდი უმეტესობა ვერ ღებულობს დროულ და კვალიფიციურ დახმარებას”. რაც შეეხება სამრეწველო ობიექტების აღდგენას, “ყველაფერს აქვს თავისი დრო და შესაძლებლობა”, რამდენადაც “არცერთი ამ საწარმოებიდან, თუნდაც ის ახლავე იქნეს აღდგენილი, მუშაობას ვერ შეძლებს სტაბილური ენერგომომარაგების და მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე”.

სხვა ახალი ამბები: