ანქვაბი ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აღიარებს

0

annnqvaabbაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთი ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აღიარებს.

საინფორმაციო სააგენტო ,,აპსნიპრესის” ცნობით, ამის შესახებ ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.

,,ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი ნახევარკუნძულის მრავალეროვანი ხალხის ნების გამოხატულებას ასახავს. ეს საერთო სახალხო გადაწყვეტილებაა და დაფუძნებულია არა მხოლოდ ისტორიული წარსულზე, არამედ თანამედროვე პოლიტიკური რეალიებზე. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც ხალხის ნება- ყველაფერს აჭარბებს,”- აცხადებს ანქვაბი.

მისივე თქმით, აფხაზეთის ყირიმელების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მხარს უჭერს და აღიარებს მათ არჩევანს.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში გუშინ მისი სტატუსის განსაზღვრის თაობაზე ,,რეფერენდუმი” ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, ამომრჩევლების თითქმის 96 პროცენტმა მხარი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა.

სხვა ახალი ამბები: