აპირებს თუ არა მეგის ქარდავა პროვოკაციების მოწყობას 19 აპრილს?!

0

megisდილიდან სოციალურ ქსელ facebook-ში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში იმყოფებიან მეგის ქარდავა და დათა ახალაია, რომლებიც პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. განცხადების ავტორები ასეთი სახის პროვოკაციებს 19 აპრილს ელოდებიან. ამავე დროს სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებენ გაავრცელონ აღნიშნული განცხადება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ ამ განცხადებას.

,,ყურადღება!

სანდო წყაროზე დაყრდნობით ვავრცელებთ ინფორმაციას!

მეგის ქარდავა,რომელიც იმყოფება ზუგდიდში და ამასთანავე მასთან ერთად როგორაც არ უნდა გაგიკვირდეთ დათა ახალაია.მათ ჰყავთ კონკრეტული დაჯგუფება ადამიანებისა,ასევე აქვთ პოლიციის ფორმები და ისინი 19 აპრილს ანუ ნაციონალების აქციის დღეს აპირებენ აფხაზეთის საზღვართან მოახდინონ თავიანთი ბინძური ზრახვის განხორცილება,რასაც ალბათ ხვდებით რა საპასუხო რეაქციები მოჰყვება!..ასევე,გარკვეული ჯგუფი აპირებს ასევე ბინძური ზრახვის განხორციელებას ჩვენი პრემიერის მისამართით,ასევე 19 აპრილს.
მეგობრებო,ჩვენი თხოვნაა,რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაავრცელოთ ეს ინფორმაცია,რაც შეიძლებმა მეტმა გააზიარეთ,რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ისაუბრეთ ამ ინფორმაციის შესახებ”.

სხვა ახალი ამბები: