არაბული და აზერბაიჯანული კომპანიები ფოთში ინვესტიციებს დებენ

0

11391593_940786072644136_4505521392033019754_nუცხოელ ინვესტორთა ჯგუფი, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და აზერბაიჯანიდან, საერთაშორისო ფონდ ‘’ქართული ვაზი და გარემო’’-ს პრეზიდენტი სტეფანე ასათიანი, ბიზნესმენი ჯაბრაილ ხანგოშვილი, ეკონომიკის ექსპერტ- ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ფოთის მერს ირაკლი კაკულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას შეხვდნენ.

არაბთა გაერთიანებული საემიროების უდიდესი კომპანიები, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად უცხოელ ინვესტორთა ჯგუფი, ფოთის ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივით, სატრანზიტო საგზაო და საჰაერო მიმოსვლის გზებით, მათ შორის აეროპორტის განვითარების პოტენციალით დაინტერესდნენ.

11407075_940786409310769_4097115123054313008_n11425122_940785989310811_634607356036498366_nფოთის აეროპორტის გაფართოება და მისი კავკასიის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს და უდიდეს აეროპორტად ქცევა საქართველოში ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორცციელდეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების და აზერბაიჯანული კომპანიების ფინანსეური მხარდაჭერა კი მნიშვნელოვანია ამ პროექტში.

ქალაქის მერმა, სტუმრებს ფოთის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის არეალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტის ესკიზები დეტალურად გააცნო.

ფოთის შავიზღვისპირა სანაპირო განსაკუთრებულად მიმზიდველი გარემოა უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან მისი პლაჟი უნიკალური მაგნიტური ქვიშითა და კლიმატით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სფეროსა და ტურიზმის განვითარების რეალურ პერსპექტივას იძლევა.

არაბი და აზერბაიჯანელი ინვესტორების, საქართველოდან გამგზავრებამდე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იგეგმება.

სხვა ახალი ამბები: