არასამთავრობოების მონიტორინგი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში (VIDEO)

0

DSC01152არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დაიცავი საქართველო” და “ქალები მშვიდობისათვის” მონიტორინგი სამეგრელოს მაშტაბით განახორციელეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონის სოფლებს ესტუმრნენ, სადაც მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოებს მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლებაც აკვირდება. შედეგებიც დამაკმაყოფილებელია.

წალენჯიხის რაიონის 16 სოფელში  2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან ამ ეტაპზე დამუშავებულია 594 ჰექტარი. მიწის ნაკვეთებზე მუშაობს შპს “მექანიზატორის” 9 ტრაქტორი, ამხანაგობის 5 ტრაქტორი და 8 კერძო ტრაქტორი, რომელიც ჩართულია პროგრამაში. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მუშავდება 55-60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ჩხოროწყუს რაიონს, მუნიციპალიტეტის სოფლებში დასამუშავებელი მიწის ნაკვეთი ერთობლიობაში შეადგენს 3170 ჰექტარს. აქედან დამუშავებულია 1356 ჰექტარი.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები ნორმალურ პირობებში და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, კახა მიქაიას განცხადებით საგაზაფხულო სამუშაოების დასრულებისთანავე ისინი შეაჯამებენ სამეგრელოს რეგიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: