არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ადიგენის ინციდენტი ”ნაციონალების” ინსპირირებული იყო

0

nacionalebiარასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელიც ადიგენის რაიონში ინციდენტს მიეძღვნა.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები არის რელიგიურ ნიადაგზე ხელოვნურად შუღლის გაღვივების მცდელობა.

”ადიგენი წარმოადგენს იმ რაიონს, რომელიც იმართება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. როგორც ყველასთვის ცნობილია სამცხე-ჯავახეთი პირად კონტოლზე ყავდა აყვანილი და იმართებოდა ყოფილი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და მისი გარემოცვის მიერ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიუთითებს იმაზე, თუ რა დონის გავლენას ახდენდა და ახდენს  ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

იმისათვის, რომ წინა მთავრობის დროს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები გადაიფაროს, სწორედ მსგავი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები იქნება ინსპირირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

მივმართავთ საზოგადოებას კარგად გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე და ნათლად შეძლონ იმ ძალის დანახვა რომლის მიზანია,  დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა და ამით როგორც ეკლესიის ასევე სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით  განახორციელოს საკუთარი მიზნები.

განსაკუთრებით მოგმართავთ მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომ მოიძიოთ დაწვრილებითი ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოთ ობიექტურად და მიუკერძოებლად.”-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი დაძაბულობები არ იქნება პირველი და უკანასკნელი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მათი განცხადებით ”ნაციონალურ მოძრაობას”  მსგავსი არასახელმწიფოებრივი ქმედებები კიდევ აქვს დაგეგმილი. ყოველივე ეს მიმართულია საარჩევნოდ ქულების მოსაპოვებლად.

არასამტავრობო ორგანიზაციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა სასწრაფოდ დაადგინოს მომხდარის მიზეზები, დროულად გამოავლინოს ვითარების გამწვავების მსურველ პირთა ვინაობა, რათა  აცილებულ იქნას თავიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ექსკალაცია.

 

სხვა ახალი ამბები: