არასამთავრობოები დაზარალებული დევნილების უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ

0

devnilebiდღეს დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიციატივით ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის მთავრობის და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობების, სახალხო დამცველის ოფისის, რაიონის მუნიციპალიტეტის , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის თემა იყო აფხაზეთიდან დევნილთაა მიმდინარე რეგისტრაცია და გადაადგილების უფლების შეზღუდვა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის .

შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის პოზიციით აღინიშნა, რომ  სამინისტროს პროცესის დაწყებამდე უნდა გაეთვალისწინებინა ყველა ის რისკ-ფაქტორი , რომელიც დაკავშირებული იყო რეგისტრაციასთან და შემდეგ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ სხვა შესაძლებლობები უნდა ყოფილიყო გაწერილი გეგმიურად და არა პოს ფაქტუმ პროცესის მიმდინარეობისას.

არის რეალური საშიშროება , რომ დევნილთა დიდი ნაწილი ვერ მოახერხებს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას. განსაკუთრებით კი საუბარია იმ დებნილებზე, რომლებიც მიჯაჭვულები არიან საწოლს, არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები ან ეშინიათ გადმოსვლის.

SAM_6792არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნონა უბილავა განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს ამ საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვას სასამართლო პროცესით აპირებს.

შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმაც. მისი ვარაუდით, ადვილი შესაძლებელია რეგისტრაცია ვერ გაიაროს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების 30 %-მა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა, საზღვრის გადაკეტვა საღამოს 7 საათზე, უსტატუსო ხალხი რეგისტრაციაზე, გადაადგილების ფინანსურ დამატებით ხარჯებზე, შეჭრილ დევნილებზე, წარმომადგენლობების დეცენტრალიზაციაზე.

საინიციატივო ჯგუფი ანალოგიურ შეხვედრებს მოქალაქეების მოთხოვნითა და საჭიროებების გათვალისწინებით პერმანენტულად გამართავს.

სხვა ახალი ამბები: