არასამთავრობოები დალილა ხორავას მხარდაჭერას უცხადებენ

5

nonaარასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ნონა უბილავამ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე სხვა არასამთავრობოებთან ერთად მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატს დალილა ხორავას, რომელიც 2007-2010 წლებში იყო დევნილთა ჯანდაცვის მინისტრი. ნონა უბილავას განცხადებით დალილა ხორავა ამჟამად წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის”

უბილავა აცხადებს, რომ დალილა ხორავას კანდიდატურას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს დევნილთა დიდი ნაწილი და ასევე აფხაზეთის ომის ყოფილი მეომრები ე.წ პარტიზანები, რომლებიც თავიანთ პოზიციებს მოგვიანებით გამოხატავენ.

ნონა უბილავა ასევე აცხადებს, რომ დალილა ხორავვას პრიორიტეტია დევნილთა დახმარება და მის მიერ მოპოვებული მილიონიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

სხვა ახალი ამბები: