არასამთავრობოები შს მინისტრს მიმართვას უგზავნიან

0
previewსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით –ხობის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ საღამოს, დაახლოებით 20.00 საათზე ხობის გამგეობასთან მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი ლაშა ფარულავა სცემეს. ფარულავა, რომელიც წლების მანძილზე გამგეობაში არსებულ წვევამდელთა გაწვევის სამსახურს ხელმძღვანელობდა ახალმა გამგებელმა პოლიტიკური მრწამსის გამო სამსახურიდან დაითხოვა.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს – ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. სამხარეო პოლიციის ხემძღვანელს ბატონ ლევან შონიას, მიიღონ გადამჭრელი ზომები და აღკვეთონ მსგავსი ქმედებები სამეგრელოს რეგიონში. . დაიცვან ადამიანის უფლებები და მოახდინონ ანალოგიური ფაქტების პრევენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სამეგრელო და ქვეყანა გახდება პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი,. დაუსჯელობის სინდრომი კი უარყოფითად იმოქმედებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყანიბების პროცესზე.

სხვა ახალი ამბები: