არასამთავრობოებმა ბრიფინგი 10 ივნისამდე გადადეს

0

mediaდღეს ზუგდიდში დაგეგმილი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიეს დაგეგმილი პრესკონფერენცია 10 ივნისამდე გადაიდო. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღე დაასახელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით “ქალები მშვიდობისათვის ლიდერი ლალი ანთია მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს არის ტრაგედია საქართველოსთვის. მე კოალიციაში შემავალი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ისინი ნამდვილი გმირები არიან”-აცხადებს ლალი ანთია.

შეგახსენებთ, რომ რეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი ჰქონდა დაგეგმილი. საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღის გამო ბრიფინგი 10 ივნისამდე გადაიდო. არასამთავრობოები ბრიფინგს 10 ივნისს 13.00 საათზე გამართავენ.

სხვა ახალი ამბები: