არასამთავრობოებმა ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს დახმარება გაუწიეს

0

daxmareba1არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზუგდიდში, პოლიტექნიკური ტექნიკუმის შენობაში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძალიან უჭირთ ფულადი დახმარებაც გაეწიათ.

“კმაყოფილი ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებმაც ყურად იღეს ჩვენი გასაჭირი და დახმარება გაგვიწიეს, მცირედი მაგრამ გულწრფელად მოწოდებული. ძალიან გვიჭირს, რადგან დევნილობასთან ერთად ახალი სტატუსი “შეჭრილებიც” მოგვაკერეს და სწორედ ამ მიზნით არ გვიწევს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დახმარებას”-აცხადებს დევნილი აფხაზეთიდან ნიაზ ღადუა.

daxmareba2ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ორი დღის წინ დაწყებული დევნილთა შიმშილობის აქცია ტექნიკუმის ეზოში შეწყვეტილია. დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნნენ, თუმცა მათი განცხადებით ახლა არ არის შესაფერისი დრო, რადგანაც პოლიტიკური სიტუაცია სამეგრელოში გაურკვეველია. პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ჩასახლებული დევნილები აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში არიან. ისინი მხარს ახალგაზრდა კანდიდატს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრს დავით ფაცაციას უჭერენ მხარს.

სხვა ახალი ამბები: