არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ქოჩუას დანიშნვას აპროტესტებს

0

77777სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა სამმართველოს ახალი ხელმძღვანელის დანიშნვას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის”. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნონა უბილავას განცხადებით, ირაკლი ქოჩიუას დანიშნვა აღნიშნულ თანამდებობაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილდა და განსახლების მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამტავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სპეციალურ განცხადებას აკეთებს, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.

“ოკუპირბული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აბსოლიტური იგნორირება გაუკეთა სამოქალაქო სექტორის პოზიციას და საკუთარი წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშნა ადამიანი კულუარულად. გარიგება მოხდა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ შეგხვდა და  არ გაიზიარა ჩვენი თხოვნა ვაკანსიის გამოცხადების და კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე. ამასთან ერთად შეურაცმყოფელია ქოჩუას განცხადება მისი დევნილის სტატუსის ქონა არქონის თაობაზე. არასამთავრობო სექტორი სამინისტროს ვთავაზობდით თანამშრომლობას, საპასუხოდ კი  მივიღეთ სრული იგნორირება. ეს ყველაფერი კი ბადებს ეჭვს , რომ სამინისტროს არ სურს მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, რომლის შედეგებსაც სავარაუდოდ უმოკლეს ვადებში მოიმკის მათდამი ანალოგიური მიდგომით. მსგავსი მიდგომა კი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ წაადგება დევნილ მოსახლეობას, სამინისტროს და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესებს,”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: