არასამთავრობო ორგანიზაცია სამეგრელოში პოლიციის მუშაობით კმაყოფილია

0

policia”სამეგრელოში ყველაზე მეტად რაც გამოსწორდა და ხალხის კმაყოფილებას იწვევს, ეს არის  პოლიცია და ჩვენი პოლიციელები, რომლებიც განახლდა და ახალი სისხლი გადაესხა”-ასეთ განცხადებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალები მშვიდობისათვის” ხელმძღვანელი ლალი ანთია. მისი განცხადებით დღევანდელი პოლიცია ხალხთან კონტაქტობს და მათ უსაფრთხოებასაც დღე და ღამე იცავს.

”მიშა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში პოლიცია იყო აღვირახსნილი და ხალხი ტერორში ჰყავდათ. მართალია დღესაც მუშაობენ პოლიციაში ის კადრები, რომლებიც რეჟიმის დროსაც ემსახურებოდნენ რეგიონს და რაიონს, მაგრამ რა ექნათ? სამსახურე ხომ ვერ დაკარგავდნენ და ასრულებდნენ მათი ზემდგომების მითითებებსა და დავალებებს. მთავარია მათ გამოასწორონ თავიანთი საქციელი და საზოგადოებას ანახონ, რომ ისინი ნამდვილი პოლიციელები არიან და შეუძლიათ ნორმალურად მუშაობა”-აცხადებს ლალი ანთია.

არასამტავრობო ორგანიზაციის ლიდერი ძლიერი პოლიციის გარანტად შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხედავს, თუმცა რომ არა რეგიონსა და რაიონში ძლიერი ხელმძღვანელი პირები მხოლოდ მინისტრიც ვერაფერს გახდებოდა. ლალი ანთია ღირსეულ პოლიციელებად მიიჩნევს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსს ლევან შონიასა და ზუგდიდის პოლიციის უფროსს კობა ხარებავას.

”ლევან შონია და კობა ხარებავა მართლა ღირსეული პიროვნებები და პროფესიონალები არიან პოლიციურ საქმიანობაში. ბევრი ჭორს ავრცელებს მათ მიმართ, განსაკუთრებით კი კობა ხარებავას მისამართით, რაც საფუძველს მოკლებულია. ეს ყველაფერი ისევ ნაცების ნამოქმედარია. ცდილობენ ახალი პოლიციის უფროსის დისკრედიტაციას, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ. მე აქედან მივმართავ ამ ხალხს და ვეტყვი, რომ თვენი დრო დასრულდა ნაცებო. რამდენიც არ უნდა ლანძღოთ პოლიცია და პოლიციელები, ისინი თავიანთ საქწმეს მაინც გააკეთებენ უფრო პროფესიონალურად. ვერაფერი გამოგივათ. კობა ხარებავა და ლევან შონია, ამ ორი პოლიციელის შესადარებელი უფროსი არასოდეს ჰყოლია სამეგრელოს. პირიქით უნდა გვიხაროდეს, რომ გვყავს ასეთი ადამიანები და თავს დაცულად ვგრძნობთ”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: