არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

0

mechetiარასამთავრობო ორგანიზაციაპოზიტივი,ინტერდენომენაციული გაერთიანებაქრისტიან ქალთა ცენტრი  და არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოსა და თურქეთის ურთიერთობათა ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაცია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ:

”უპირველესად, გვინდა უკიდურესი შეშფოთება გამოვხატოთ 25 აგვისტროს ადიგენში, სოფელ ჭელაში მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტის გამო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება.

საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა და სამწუხაროა, როდესაც ამ მიმართულებით პრობლემები იქმნება.  მიგვაჩნია, რომ ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ამ თემის ინსპირირება და გართულება. უპირველესად,  ეს უარყოფითად ჩვენი ქვეყანის იმიჯზე აისახება.

თვალნათელია, რომ გარკვეული ძალები,ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ხელოვნურად გაღვივებას.  ამ დაპირისპირების პროვოცირება კი როგორც ქვეყნის შიგნით არსებული,  ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ძალების მხრიდან ხდება.

ადიგენში განვითარებული მოვლენების წორედ ამის გამოხატულებაა. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი ფაქიზი თემით მანიპულირება და მისი პოლიტიზირება.  ჩვენთვის ცნობილია, რომ მინარეთის მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან, როგორც ამას კანონი მოითხოვს და როგორც უნდა აშენდეს ნებისმიერი შენობა საქართველოში.

ამასთან, როგორც ირკვევა, აღნიშნული მინარეთი საბაჟოზეა რა სწორი დეკლარირებით იქნა შემოტანილი. გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ კანონის წინაშე ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის პირი, თუ ორგანიზაცია თანასწორი უნდა იყოს.

ჩვენთვის გასაგებია მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს მუსლიმთა კავშირის შეშფოთება,თუმცა მიგვაჩნია, რომ მათი ინფორმირება არასწორად მოხდა.  ამ შემთხვევაში კი,დიდი დანაშაული ადიგენისრაიონის გამგებელს მიუძღვის, რომელმაც ამ შემთხვევაში უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და კონფლიქტის აღსაკვეთად მის ხელთარსებული სახელისუფლებო ბერკეტები არ გამოიყენა.

ამრიგად, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირს, ნუ მოახდენენ თემის პოლიტიზირებას და ნუ იქცევიან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი გარე ძალების პოლიტიკურ იარაღად. ამავდროულად, კი მივმართავთ ხელისუფლებას მომხდარ ინციდენტს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და მორიგი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონეს მიმართოს.-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სხვა ახალი ამბები: