არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერს მიმართავენ

0

Ivanishvili-Nov22-1არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში ძირითადად დევნილთა საკითხებზე მუშაობენ, საქართველოს პრემიერს ბიძინა ივანიშვლს ერთობლივ მიმართვიე ტექსტს უგზავნიან. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ აღნიშნულ მიმართვას უკომენტაროდ:

”ბატონო ბიძინა. 2013 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი მოაწერა კანონს ‘’ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ . კანონის მე–5 მუხლის I ნაწილის „ბ ‘’ პუნქტის თანახმად აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს წარმოადგენენ პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში არანაკლებ 5 წლისა სახელმწიფოებრვი დამოუკიდებლობის აქტის მიღების მომენტისთვის ( 1999 წლის 12 ოქტომბერი) და არა აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ( გარდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობისა ). ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვიზიარებთ მოსახლეობის შეშფოთებას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გამო და გთხოვთ:

დროულად შეაფასოთ დე–ფაქტო რესპუბლიკაში მოქალაქეების პასპორტიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

მიიღოთ შესაბამისი ზომები აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით

მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით დ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შესახებ , აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში მოსახლეობის გაურკვევლობის, დაბნეულობის, შიშისა და სხვადასხვა შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით.”-ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილისადმი გაკეთებულ ერთობლივ მიმართვას ხელს 18 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

სხვა ახალი ამბები: