არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილთა მინისტრის წინააღმდეგ გამოდის

0

ubilavaარასამთავრობო ორგანიზაციამ “დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისათვის” დღეს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს პრეს-კლუბში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. დევნილთა უფლებადამცველი ორგანიზაცია დევნილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის, ნონა უბილავას განცხადებით, მინისტრმა დევნილთა რეგისტრაციის დროს არ გაითვალისწინა აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მთავარი ინტერესი და თანამდებობრივი გულგრილობაც გამოიჩინა.

„აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 50 ათასამდე დევნილი, რომლეთაც რეგისტრაციისთვის ზუგდიდში გადმოსვლა ჭირდებათ, ამისთვის ერთ ადამიანს დაახლოებით 60 ლარამდე სჭირდება რაც მთლიანობაში 3 მილიონ ლარზე მეტია, ეს ზარალი კი უნდა ნახოს იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ. მე ვითხოვ რომ ბატონი მინისტრის წინააღმდეგ იქნეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე 332-3 მუხლით, რაც თავისულების 11 წლამდე აღკვეთას ითვალსიწინებს. ვიანიადან ეს არის უკანონო და უსამართლო ქმედება, რომელიც დევნილთა სამინისტროსგან ხორცილედება დევნილების მიმართ“- აცხადებს ნონა უბილავა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი თხოვნით მიმართავს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, გამოძიებულ იქნას ის ფინანსური დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა დევნილთა რეგისტრაციის დროს.

სხვა ახალი ამბები: