არასამთავრობო ორგანიზაცია გალის რაიონში გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს

0

1229849_603669749678681_121691472_nრასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გალში ქართველი მოსახლეობისადმი განხორცილებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
უბილავა აღნიშნავს, რომ აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მომხრეები გალში კონონდარღვევით შედიან ოჯახებში და მოსახლეობას ქართულ პასპორტებს ართმრვენ და ანადგურებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ასევე განმარტავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაჯიმბას მომხრეების ქმედებების აღსაკვეთად ადგილობრივ სამართალდამცავებს მიმართეს, რომლებმაც შესაბამისი ზომები მიიღეს.
„ეს არის ადამინის უფლების უხეში დარღვევა, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ არანაირი ოფიციალური ორდერები იმისთვის, რომ ოჯახებში მოახდინონ ჩხრეკა. ეს დაკავშირებულია რუსული პოლიტიკის გაგრძელებასთან და ხაჯიმბას მომხრეები არალეგიტიმურად იქცევიან“,-აღნიშნა ნონა უბილავამ

ამასთან უბილავამ საერთაშორიო ორგანიზაციებს და საქართველოს მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს მიმართა, რომ მიიღონ ყველა ზომა რათა არ მოხდეს ამ ადამიანების უფლებების დარღვევა და ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებზე აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ აპელირება.
უბილავამ, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ შედეგების მიხედვით გალში მოსახლეობის 28% ეთნიკურად რუსს, ხოლო 12 % ეთნიკურად აფხაზს წარმოადგენს, რაც ძალიან ცუდი შედეგია.

სხვა ახალი ამბები: