“არა ოკუპაციას!”- აქცია დღეს ენგურის ხიდიდან დაიწყება

0

4vk7ljდღეს ზუგდიდიდან დაიწყება საერთო სახალხო აქცია სახელწოდებით “არა ოკუპაციას!” ზუგდიდელები და არამხოლოდ ზუგდიდელები ზუსტად 20.00 საათზე ცხრა აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ ენგურის ხიდამდე.

აქცია ენგურის ხიდზე 21:00 საათზე დაიწყება. მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის სასაზღვრო ტერიტორიიდან აფხაზეთის მიმართულებით ფრანებს გაუშვებენ, რომლებზეც საქართველოს დროშა იქნება გამოსახული.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. აღნიშნული მოთხოვნით სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უკვე მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას.

“20:00 საათზე ვიკრიბებით 9 აპრილის მემორეალთან სადაც დაგეგმილია ოკუპაციის დღესათან დაკავშირებული ღონისძიება და ამით კიდევ ერთხელ ყველა ერთად ვეტყვით უარს ოკუპაციას!!
21:00 საათზე აქციის ორგანიზატორები და მსურველები გადავინაცვლებთ ენგურის ხიდზე, სადაც სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ოკუპირებულ აფხაზეთთან, ჰაერში გავუშვებთ ფრანს და დავკიდებთ საქართველოს დროშას:) როგორ სიმბოლოს ერთიანი საქართველოსი და მშვიდობის. ეს ჩვენი უარია რუსულ ჩექმას!!!!
სამეგრელოს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს და სამეგრელო ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, უზურუნველყონ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება,”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: