“არა ოკუპაციას!”- ხვალ ენგურის ხიდზე აქცია გაიმართება

0

70სიახლე!!! ახალი ამბების არა მარტო წაკითხვა, არამედ მოსმენაც არის შესაძლებელი.[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/2013/02/ara-okpacias4.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]ხვალ 24 თებერვალს ზუგდიდში, 20:00 საათიდან, 9 აპრილის მემორეალათან, სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ეგიდით გაიმართება აქცია “არა ოკუპაციას!!” -ამის შესახებ ინფორაცია სოციალურ ქსელ facebook-ში რამდენიმე წუთის წინ დაიდო.
“20:00 საათზე ვიკრიბებით 9 აპრილის მემორეალთან სადაც დაგეგმილია ოკუპაციის დღესათან დაკავშირებული ღონისძიება და ამით კიდევ ერთხელ ყველა ერთად ვეტყვით უარს ოკუპაციას!!
21:00 საათზე აქციის ორგანიზატორები და მსურველები გადავინაცვლებთ ენგურის ხიდზე, სადაც სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ოკუპირებულ აფხაზეთთან, ჰაერში გავუშვებთ ფრანს და დავკიდებთ საქართველოს დროშას:) როგორ სიმბოლოს ერთიანი საქართველოსი და მშვიდობის. ეს ჩვენი უარია რუსულ ჩექმას!!!!
სამეგრელოს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს და სამეგრელო ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, უზურუნველყონ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება,”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: