“არა ძალადობას! არა ფემიციდს!”- მშვიდობიანი აქცია ზუგდიდში

0

1655763_833456470009222_5556439076865668697_oდღეს, 31 ოქტომბერს 13:00 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიცირებით გაიმართა მშვიდობიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი და თეატრალიზებული აქციის სლოგანი იყო: “არა ძალადობას! არა ფემიციდს!”

აქცია ზუგდიდში კინოთეატრ „ატრიუმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მშვიდობიან აქციას თან ახლდა  ფლეშმობი და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.

1556206_833456086675927_227894486249519641_o10628772_833456650009204_4356985580773721803_o1900536_833456863342516_2290986783007281682_oაქციის მიზანია საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლება ძალადობის შესახებ და საზოგადოების გაერთიანება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თვითმმართველობის სტრუქტურებმა, საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა, სამართალდამცავი ორგანოების, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებმა. მათ  მხარი დაუჭირეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიციატივას და თავადაც შეუერთდნენ მშვიდობიან აქციას.

 

სხვა ახალი ამბები: