“არა ხუდონჰესს”- მორიგი საპროტესტო აქცია ხაიშში

0

054ზემო სვანეთში, კონკრეტულად კი მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში ამავე სოფლის მცხოვრებლები და შეფიცულები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ, კვლავაც ეწინააღმდეგებიან ხუდონჰესის მშენებლობას, თუმცა ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ საკითხის უფრო მეტად გარკვევას აპირებენ.

“ჩვენ კატეგორიულად შევეწინააღმდეგებით ხუდონჰესის მშენებლობას, თუმცა ინვესტორებს თავიანთი ინვესტიცია შეუძლიათ ჩადონ მცირე ჰესების მშენებლობაში. ეს ჩვენთვისაც უსაფრთხო იქნება და ქვეყნისთვისაც სარგებლის მომტანი. ასევე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ყოველი თვის 20 რიცხვში აქ შევიკრიბოთ და ტრადიციად ვაქციოთ ჩვენი შეკრება ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული”-აცხადებენ ხაიშში აქციის მონაწილეები.