არეულობა სოხუმში: ანქვაბი პრეზიდენტის რანგში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს (VIDEO)

0

ankvaaaaabამ წუთებში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომა მიტინგის ფომზე მიმდინარეობს სოხუმში, რომელსაც ათეული ათასი დემონსტრანტი ესწრება. ხალხი ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის შესახებ.

სოხუმში აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელევიზიის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეს ისევ ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. აფხაზურმა ტელევიზიამ გაავრცელა ასევე ალექსანდრე ანქვაბის ინტერვიუ, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტი მომხდარს გადატრიალების მცდელობად აფასებს. ანქვაბის განცხადებით ის არსად წასულა და ისევ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ანქვაბი სიტუაციის დასტაბილურებასა და პრეზიდენტის რანგში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: