არის თუ არა ვახტანგ ფარცვანია ინტრიგანი და რატომ გაუვრცელეს მას “ლიფტის ჭორები”?

0

farcvania_1234პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ფარცვანია “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში ძმებმა კემულარიებმა ნაციონალური მოძრაობის თხოვნით ჩამოიყვანეს. წყაროს ცნობით ფარცვანიას აეროპორტში თავად კემულარიები, ნაზი არონია და პარტიის სხვა ცნობილი სახეები დახვდნენ. როგორც smo.ge-მ გაარკვია პეტერბურგში მოღვაწე პროფესორი და ამავე დროს ფულიანი ფარცვანია საქართველოში ჩამოსვლამდე დაარწმუნეს, რომ ის რამდენიმე დღეში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახდებოდა.

“კი ეს ნამდვილად ასე იყო. მე ჩამოვედი 2004 წელს საქართველოში, როცა მიშა ეძებდა გუბერნატორობის კანდიდატს. ზუგდიდიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია. რამდენიმე კანდიდატს შორის მეც დამასახელეს. კემულარიამ უბრალოდ რეკომენდაცია გამიწია სააკაშვილთან”-აცხადებს ვახტანგ ფარცვანია.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებული ფარცვანია მწარედ მოატყუეს და ის გუბერნატორად პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ დანიშნა. თავად გუბერნატორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არც იცის იქ რა მოხდა და მოლაპარაკება რატომ დაირღვა, თუმცა ის ღმერთს მადლობას სწირავს, რომ გუბერნატორი არ გახდა. “გადაგდებული” ვახუშტი ფარცვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდა და მან რეგიონალური მართვის სამსახურში ერთ-ერთი კოორდინატორის პოსტი მოირგო, თუმცა მალე აქაც ხელი მოეცარა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნულ ახალგაზრდა გიგი უგულავასთან ფარცვანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა. ვახუშტი ფარცვანია გიგი უგულავასთან დაპირისპირების ძირითად მიზეზად შიდა ინტრიგებს ასახელებს.

“მე უგულავა გავიცანი ფოთში. ეს იყო 2004 წელს.ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რა ვიცი მერე შურმა და ინტრიგებმა იმატა და ერთმანეთს დავუპირისპირდით. ერთ-ერთ შეხვედრაზე თურმე მან მე შემაგინა კიდევაც. ამას სხვები მეუბნებიან რომ უგულავამ ჩემი მისამართით შეიგინა, თორემ სიმართლე გითხრათ მე არ გამიგონია ეს. ისე როგორც ასეთი მას აქვს ნათქვამი, რომ სანამ მე ვარ საქართველოში ფარცვანიას არ გავახარებო. ამის მიზეზი რა იყო მართლა ვერ გეტყვით. ის იყო ტრიპაჩკა ახალგაზრდა და მის ტვინში რა დატრიალდა მე ვერ გეტყვით”-ამბობს ვახტანგ ფარცვანია.

სწორედ ამ დაპირისპირების შემდეგ ვახტანგ ფარცვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოძებული თანამდებობაც დატოვა და “ნაციონალური მოძრაობაც”. საბოლოოდ ის საკუთარ კუთხეში, სამეგრელოში დამკვიდრა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ჩაერთო. ამ  ხნის მანძილზე როგორც თავად ამბობს ჭორიც მრავლად იყო და სიმართლეც, თუმცა რომელია ჭორი და რომელი სიმართლე მას არ დაუკონკრეტებია.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დეპუტატი ქალის ხსენებაზე ჯერ გაღიზიანდა და “გათახსირებული ქალი” უწოდა, ხოლო შემდეგ დამშვიდებულ ტონზე განაგრძო, რომ ნაზი არონიასთან არასოდეს ჰქონია სხვა ურთიერთობა, რადგან მის ოჯახს და მეუღლეს უაღრესად დიდ პატივს სცემდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ვახტანგ ფარცვანიასა და ნაზი არონიას “პარლამენტის ლიფტის ჭორები” მაინც გაუვრცელეს.

ვახტანგ ფარცვანიას განცხადებით, ნაზი არონიასთან ჭორები განზრახ შეუთითხნეს და პირადადად მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ნაზი არონიას ვახტანგ ფარცვანია დღეის მდგომარეობით არც ეკონტაქტება.

“ლალი ანთია ყრიდა პარლამენტის ლიფტზე ასეთ ჭორებს. კი ჩემზე ამბობდნენ ნაზი არონიას საყვარელიაო, მაგრამ ეს მერწმუნეთ რომ სიცრუეა. მიუხედავად იმ ისა რომ ნაზის შესახებ ბევრი რამ ცნობილია, მე მასთან არანაირი ინტიმური ურთიერთობა არ მქონია. კიდევ ერთხელ გეუბნებით ამას მივრცელებდნენ ლალი ანთია და სხვები.”-აცხადებს ვახტანგ ფარცვანია.

ლალი ანთია კი smo.ge-სთან მსგავსი ჭორების გავრცელებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა ვახტანგ ფარცვანიას ბევრ რამეში არ ეთანხმება, მას პიროვნულად დიდ პატივს სცემს და მასთან ოჯახშიც ყოფილა.

“არ ვიცი მე რატომ დამასახელა ჭორების გამავრცელებლად, მაგრამ ნამდვილად მე არაფერი მითქვამს მის და ნაზი არონიას ურთიერთობებზე არასდროს და არავისთან. მხოლოდ ის ვიცი, რომ სამეგრელოს გუბერნატორად ჩამოიყვანეს სამეგრელოში და “ნაციონალებმა” მწარედ მოატუეს.”-განაცხადა ანთიამ.

“ნაციონალებთან” განშორების შემდეგ ფარცვანიას ნავსაყუდელი “ქართული ოცნება” გახდა, თუმცა თავისი ოცნებები ვერც ამჟამად აიხდინა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანია პროპორციულ სიებში ჩაწერას ჰპირდებოდა, ის მაინც პარლამენტს გარეთ დარჩა.მანამდე კი ფარცვანიამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა 27-ჯერ სცადა, თუმცა მასთან ვერცერთხელ ვერ შეაღწია. ამას ის ზუგდიდის გამგებლის მმოვალეობის შემსრულებელს ედიშერ თოლორაიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს აბრალებს. ფარცვანიას მტკიცებით ივანიშვილთან მისასვლელი გზები სწორედ ამ ადამიანებმა დაუბლოკეს. ბოლო ეტაპი ვახტანგ ფარცვანიასთვის  “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენციის დღე გახდა. მან ამ კონფერენციაზე დასწრების უფლებაც ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც “სამშობლოს მაძიებელი” გახდა. მან სწორედ ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომელიც მისი თქმით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს და სიმართლისთვის ბრძოლას კვლავაც აპირებს, თუმცა ვახტანგ ფარცვანიასეული სიმართლე ზუგდიდში უკვე ინტრიგნობად ჩათვალეს.

“ჩემი შენ გითხარიოს პრინციპით არიან დღეს ადამიანები. ინტრიგანი ვახუშტი ფარცვანია ჯერ არავის არ გაუგია. ინტრიგნობას ზუგდიდში დღეს სიმართლის თქმას ეძახიან”-აცხადებს ვახტანგ ფარცვანია.

სხვა ახალი ამბები: