არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?- NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

0

ndi_logo_01ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგი კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა თანაბარი რაოდენობა – 44–44% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არის და არ არის.

NDI–ს ინფორმაციით, ეს მაჩვენებლები კვლევის წინა შედეგებთან შედარებით, შეცვლილია, რადგან 2013 წლის ივნისში – 38%, მარტში – 43%, ხოლო 2012 წლის ნოემბერში 41% მიიჩნევდა, რომ საქართველოში დემოკრატია იყო.

რაც შეეხება უარყოფით პასუხებს, 2013 წლის ივნისში ამ კუთხით 46%–იანი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, მარტში – 38%, ხოლო 2012 წლის ნოემბერში – 40%.

მოსაზრებას საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, რესპონდენტთა 36% ეთანხმება, რაც წინა კვლევის მაჩვენებლთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ, როდესაც ივნისში ჩატარებულ კვლევაში ეს მაჩვენებელი 40% იყო.

 

 

სხვა ახალი ამბები: