არმაზ ახვლედიანი სამეგრელოში ვერ ჩავიდა

0

preview“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი სამეგრელოში ვერ ჩავიდა. მარტვილში მას 500-ზე მეტი ადგილობრივი მკვიდრი ელოდებოდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და სამეგრელოს პრობლემების პრემიერამდე მიტანას ითხოვდნენ. ამ ინფორმაციიას საინფორმაციო სააგენტო “პრაიმერი” აქვეყნებს.

როგორც “პრაიმერს” მარტვილის რაიონის მკვიდრმა დავით ჯანაშიამ აცნობა,სამეგრელოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე თანამდებობებზე “ქართული ოცნების”სახელით ყოფილი ნაციონალები ინიშნებიან ,პოლიცია სავსეა ახალაიებისა და მერაბიშვილის ზონდერებით . ”.ამ საკითხებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ, დაგვპირდნენ რომ პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი ჩამოვიდოდა და ჩვენს გასაჭირს მოისმენდა, რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ გავიგეთ რომ ახვლედიანი ქუთაისიდან უკან მიბრუნდა.”,- აცხადებს “პრაიმერთან” საუბრისას დავით ჯანაშია.

აქვე ცნობილი ხდება, რომ მარტვილელები უახლოეს დღეებში თბილისში ჩასვლას და კანცელარიასთან საპროტესტო აქციის  გამართვას აპირებენ.

სხვა ახალი ამბები: