არმაზ ახვლედიანი: “ცვლილებები შესაძლებელია ყველა სფეროში”

0

armaz axvlediani„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა არმაზ ახვლედიანმა მომავალ მთავრობაში „არაერთ ცვლილებაზე“ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” ისაუბრა. მისი განცხადებით იქნება არაერთი ცვლილება მთავრობაში, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„რა თქმა უნდა, დაგეგმილია, რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები, არაერთი ცვლილება იქნება. საერთოდ, ცვლილება, განახლება არის პოლიტიკური პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, მით უმეტეს, თუ ეს პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოშია. ახალ პრემიერს აქვს უფლებამოსილება, რომ გუნდი ნაწილობრივ ან რაღაც დოზით შეცვალოს, მეორეც, ყოველთვის არსებობს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის’’, – განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ „ცვლილება შეიძლება, ნებისმიერ ნაწილს შეეხებოდეს გუნდისა“.

გადაცემის წამყვანი  თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ბედითააც დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარსულში სწორედ ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობდა. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ეს იყო ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობა ორი უწყების ხელმძღვანელს შორის.

“ის ეპიზოდი, რასაც „დაძაბულ ურთიერთობაში“ გულისხმობთ, უმჯობესია, არ ყოფილიყო, მაგრამ ამ ეპიზოდიდან გამომდინარე, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იყო დაძაბული ურთიერთობა. ეს არ იყო ტენდენცია, ეს იყო მხოლოდ ეპიზოდი, რომელიც როცა იქვე გამოსწორდება და ჯანსაღ კალაპოტში დგება, ეს არაფერს ცვლის’’, – განაცხადა ახვლედიანმა.

ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ შესაძლებელია ახალ მთავრობაში საკადრო ცვლილებები ფინანსთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და კიდევ სხვა მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შეეხოთ. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ფაქტები არ დაადასტურა თუმცა არც არაფერი გამორიცხა.

“მე შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ცვლილებები შესაძლებელია ყველა სფეროში, მხოლოდ გააჩნია, რა დონეზე – შეიძლება, სადღაც მინისტრის დონეზე იყოს, სხვაგან – მინისტრის მოადგილის ან რომელიმე სხვა დიდი მოხელის დონეზე. ჩვენ ახლა ამას ვერ ვიტყვით, ეს არის აბსოლუტურად მომავალი პრემიერ–მინისტრის პრეროგატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, კომფორტულად გრძნობდე თავს გუნდში და ეს არ ნიშნავს, რომ არავინ გაკრიტიკებდეს, არამედ ნიშნავს გუნდის ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა ახვლედიანმა.