არღვევს თუ არა “ზონა” წინასაარჩევნო წესებს ზუგდიდში?!

0

plakatebiiiპრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინა ღამეს 17 მაისს ზუგდიდში “თავისუფალი ზონის” წევრებსა და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით დაპირისპირება “თავისუფალი ზონის” წევრების გამიზნულმა პროვოკაციებმა გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ერთ-ერთ სანდო წყაროს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი ვინაობია გამხელა არ ისურვა. წყარო smo.ge-სთან საუბარში ყვება, რომ სწორედ წინა ღამეს, ვიდრე ზუგდიდში პრემიერი ჩამოვიდოდა “თავისუფალი ზონის” წევრების საეჭვო გადაადგილებები შეინიშნებოდა. მისივე განცხადებით, პირადად მან დაინახა სამი პიროვნება, რომლებიც “თავისუფალი ზონის” წევრები არიან.

“ყურადღებას არც მივაქცევდი მათ გადაადგილებას, რომ არ მენახა თუ როგორ აწერდნენ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პლაკატებთან და პლაკატებზეც სალანძღავ სიტყვებს პრემიერზე და საერთოდ “ქართულ ოცნებაზე. მე ვინ მეკითხება საერთოდ ვინ რას გააკეთებს, მაგრამ მაინც მივედი და ვუთხარი, რომ რასაც ისინი აკეთებენ ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ეს რომ ვუთხარი დამიწყეს ლანძღვა, ქოცი ყოფილხარ და აქედან გაეთრიეო, და ნუ მოკლედ უზრდელურად მომექცნენ. სხვა რა გზა მქონდა, როგორც იტყვიან, სადაც არა ჯობს გაცლა ჯობსო და მეც გავერიდე ამათ.

ამის შემდეგ, დაახლოებით 30-40 წუთში იქ ატყდა ჩხუბი და ერთი ამბავი. მოვიდა პოლიცია, საპატრულო და ახალგაზრდები გააშველეს. როგორც გავიგე მერე, მოგვიანებით, ზოგიერთი დაუკავებიათ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ახალგაზრდებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ “თავისუფალი ზონის” აღნიშნული ქმედება იყო აბსოლიტურად პროვოკაციული.

“თავისუფალი ზონის” ძირითადი საქმიანობა აგებულია მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციების მოწყობაზე, რომ მერე თავი ჩაგრულებად დაგვანახონ, ეს არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, მაგრამ რასაც ისინი იმ საღამოს აკეთებდნენ, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. “ზონის” წევრები ტატო ლაგვილავა, ლევან თორია და კიდევ ერთი, გვარად მალანია, სამწუხაროდ მისი სახელი არ მახსოვს, “ქართული ოცნების” პლაკატებს ასხავდნენ საღებავებს, წერდნენ პლაკატებთან ათასგვარ საზიზღრობას. ასეთი ქმედება არის დანაშაული. ახალგაზრდების ჯგუფი მივედით, რომ დაგვეცვა “ოცნების” წინასაარჩევნო ბანერები შებილწვისგან. ამ დროს დაგვიწყეს ჩხუბი,რაზეც პასუხი მიიღეს უბრალოდ. ახლა კი იძახიან, რომ თითქოს მათი უფლებები შეილახა. რითი შეილახა? კანონიერი იყო ის, რასაც აკეთებდნენ? პირადად ლევან თორია წამოვიდა პროვოკაციაზე, იგინებოდა და უშვერ სიტყვებს იძახოდა. ამ ჩხუბში კი კამერა გაუვარდათ და გაუტყდათ. ის, რომ ვიღაცამ მათ კამერა მიზანმიმართულად დაუმტვრია, არის ბლეფი”-აცხადებენ ახალგაზრდები.

პლაკატების ჩამოხევისა და საღებავებით შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთების ფაქტს უარყოფენ თავად “თავისუფალი ზონის” წევრები. საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლევან თორია გამორიცხავს ასეთ ფაქტს და აცხადებს: “რა სისულელეა. არა, რა პლაკატების ჩამოხევა. არა რა თქმა უნდა”. იმავეს აცხადებს “ზონის” წევრი ტატო ლაგვილავაც და პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ბავშვურს უწოდებს.

„არა, რა სისულელეა. ვუარყოფ ყველანაირ კავშირს. არაფერ შუაში არ ვარ. ბავშვი ხომ არ ვარ, პლაკატები ჩამოვხიო“-აცხადებს ლაგვილავა.

იმ პიროვნებებზე, რომლებმაც ზუგდიდში აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას არ აწარმოებს. აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, რომ ეს საარჩევნო პროცესია და საქნქციების დაკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეროგატივაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციებს მიმართავს თავად გამგეობა.

სხვა ახალი ამბები: