არშემდგარი პროვოკაცია: “გორიდან ჩამოყვანილი ბიჭების” შეუსრულებელი მისია სენაკში (ვიდეო)

0

baneriiiiii“ნაციონალურმა მოძრაობამ“ სენაკში მორიგი ბრიფინგი გამართა. ანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა მედიას ნეპოტისტური სქემის ახალი სია წარუდგინა. მინაშვილის განცხადებით, სენაკის გამგეობაში ძირითადად გამგებლისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის მეგობრები და ახლო ნათესავები არიან დასაქმებული. გარდა ამისა “ნაციონალური მოძრაობა” სენაკის გამგებელს პროვოკაციების მოწყობის მცდელობაშიც ადანაშაულებს.

“ნაციონალურ მოძრაობასა” და საპარლამენტო უმცირესობის წევრების ბრალდებებს პასუხობს გოჩა დგებუაძე, რომელიც აცხადებს, რომ თანამშრომლები მხოლოდ საკონკურსო წესითა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩნენ. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, თითქოს სენაკის გამგებელი პროვოკაციების მოწყობას ცდილობს, დგებუაძემ აბსურდული უწოდა. გოჩა დგებუაძის განცხადებით, მან საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა არ აყოლოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს.

“ჩვენ მხარდამჭერებიც გვყავს და პირიქით, მათ მოვუწოდეთ, რომ არ აყოლოდნენ არანაირ პროვოკაციებს. პირიქით, მათი მხრიდან იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, რომელსაც მოსახლეობა არ აჰყვა. თუნდაც ის, რომ მათ მიერ იქნა ჩამოკიდებული ბანერი აბსურდული ბრალდებებით. ეს სწორედ პროვოკაციას ემსახურებოდა, რამეთუ ეგონათ, ვინმე მივიდოდა და ამ ბანერს ჩამოხევდა. იქ ჩასაფრებულები იყვნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ღამისთევით იყვნენ მანქანებით გორიდან ჩამოყვენილი ბიჭების თანხლებით. მათ უნდოდათ ეს რაიმე პროვოკაცია, რომ კადრები დაეჭირათ და მერე ამაზე ხმაური აეტეხათ. მათდა სამწუხაროდ ჩვენ ამ პროვოკაციებზე არ წამოვეგეთ”-აცხადებს სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

სხვა ახალი ამბები: