არჩევნები შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე: უკრაინა პრეზიდენტს ირჩევს

0

ukraina-archevnebiმოქალაქეებთან ერთად, საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად უკრაინაში გახსნილ საარჩევნო უბნებში რიგში დგომა პრეზიდენტობის კანდიდატებსაც უწევთ. ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, უკრაინის დანარჩენ ნაწილებში ხმის მიცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 22 რაიონიდან ხმის მიცემა მხოლოდ 7-ში მიმდინარეობს, ლუგანსკში კი არჩევნები მხოლოდ 2 რაიონში ტარდება.

შეიარაღებულმა პირებმა დონეცკში საარჩევნო უბანი დაარბიეს. ინდუსტრიულ ტექნიკუმში საარჩევნო უბნის გახსნიდან 10 წუთში ადგილზე მიკროავტობუსითა და მანქანით 17 შეიარაღებული ნიღბიანი პირი მივიდა. მიკროავტობუსისა და ავტომობილის ნომრები გადაშლილი იყო. მათ საარჩევნო უბანი დაარბიეს.

ტერორისტებმა დონეცკის ოლქიდან მერობის კანდიდატი ანდრეი ისკრა გაიტაცეს. დაახლოებით 40 ტერორისტი შეიჭრა სასტუმრო “ვიქტორიაში”. ისინი ამ დრომდე სასტუმროს შენობაში რჩებიან.

ტერორისტები შეიჭრნენ დონეცკის ტელეარხ “იუნიონის” შენობაშიც. ისინი ეთერის დაკავებას და რედაქციის პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ასევე, რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ გუშინ ღამით სლავიანსკში მომხდარი სროლის შედეგად, იტალიელი ჟურნალისტი და მისი თარჯიმანი დაიღუპნენ.

სხვა ახალი ამბები: