”არჩევნებში იმარჯვებს გიორგი მარგველაშვილი, რადგან ასტროლოგიურადაც ეს წელიწადი მისთვის ძალიან კარგია”

0

1175585_154597088079062_1782662332_nროგორია ასტროლოგიური ფონი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი? ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა ტაიმერისთვის მიცემულ ინტერვიუში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასტროლოგიურ პროგნოზებს აკეთებს. ცაგარელის პროგნოზების მიხედვით გამარჯვების მეტი შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გიორგი მარგველაშვილს აქვს. რაც შეეხება მეორე ადგილისთვის ბრძოლას, მას დავით ბაქრაძე და გიორგი თარგამაძე გადაინაწილებენ.

”არჩევნებში იმარჯვებს გიორგი მარგველაშვილი, რადგან ასტროლოგიურადაც ეს წელიწადი მისთვის ძალიან კარგია, როგორც თვის მიხედვით, ასევე წლის მიხედვით. მას ყველაზე დიდი შანსი აქვს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მეორე ადგილისთვის ბრძოლა გიორგი თარგამაძესა და დავით ბაქრაძეს შორის იქნება. ორივე კირჩხიბია, შანსები დაახლოებით თანაბარია. თუმცა აქვე ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძეს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე დავით ბაქრაძეს. ქალი კირჩხიბი წლის მეორე ნახევარში უფრო წარმატებულია, ვიდრე მამაკაცი, აქედან გამომდინარე ბურჯანაძის ჯგუფი, შესაძლოა, წარმოდგენილი იქნას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტია. არ არის გამორიცხული, რომ იყოს სხვადასხვა სახის შემოვლითი მანევრები, გარიგებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის.”-აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

ცნობილი ქართველი ასტროლოგი წინასწარ პროგნოზებს მოქმედი პრემიერის მომავალზეც აკეთებს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკიდან ალბათ იანვარში წავა.

”ვეთანხმები და ალბათ იანვარში პოლიტიკიდან წავა, რადგან ის ზოდიაქოს ნიშნით მერწყულია და მათთვის იანვარი ის დროა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. გადაწყვეტილება სწორია, რადგან ივანიშვილის მთავარი ფუნქცია იყო ძალაუფლებიდან “ნაციონალური მოძრაობის” მოშორება. ივანიშვილის პირად ჰოროსკოპში პოლიტიკა წერია, როგორც ძალიან სერიოზული ხიფათი.”-აცხადებს ცაგარელი

სხვა ახალი ამბები: