არჩილ თალაკვაძე: “თუ დადასტურდა, რომ პოლიციელს რაიმე დანაშაულთან აქვს კავშირი, ამ მოვერიდებით”

0

talakvadzeeზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შსს წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, პროექტის “უსაფრთხო ქალაქი” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თვალაკაძემ,  შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან  ერთად, მოქალაქეებს,  უწყების მიერ გაწეული სამუშაოების, ადამიანის უფლებების დაცვის, დანაშაულთან ბრძოლისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოქალაქეებმა კითხვები, ძირითადად, გახშირებულ კრიმინოგენულ  ვითარებაზე, უბნის ინსპექტორი ინსტიტუტის გაძლიერებაზე, შს სამინისტროში ხშირ საკადრო ცვლილებებზე, უსაფრთხო სკოლასა და პოლიციაში ყოფილი ხელისუფლების  კადრების არსებობაზე დასვეს.

უბნის ინსპექტორებთან დაკავშირებით, არჩილ თვალაკაძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი ჩავარდა და ძლიერ რგოლად ვერ იქცა, თუმცა მისივე თქმით, სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ამ ინსტიტუტს ჩაანაცვლებს.

“ეს იქნება საზოგადოებრივი პოლიციელი, რომელიც ხალხთან იმუშავებს და მოქალაქეების პრობლემებზე იქნება ორიენტირებული” , – განაცხადა არჩილ თვალაკაძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პოლიციის მაღალჩინოსნების ხშირ ცვლილებაზე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს რეალურად პრობლემას წარმოადგენს და ამ საკითხის მოგვარებაზე სამინისტრო მუშაობს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მურმან მალაზონიას შენიშვნას, რაც შეეხება, პოლიციის რიგებში სხვადასხვა დანაშაულთან ასოცირებული პიროვნებების ყოფნას – მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამინისტრო ფრთხლად უდგება.

“ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არის დარჩენილი. ძალიან ბევრმა მაღალჩინოსანმა თუ რიგითმა პოლიციელმა დაწერა განცხადება და დატოვა თანამდებობა. თუ დადასტურდა, რომ ამა თუ იმ პოლიციელს რამე დანაშაულთან აქვს კავშირი, ამ მოვერიდებით მის გათავიუფლებას ან დაჭერას”, – არჩილ თვალაკაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ახალი კამპანია – “უსაფრთხო ქალაქი” საქართველოს 10 ქალაში გაიმართება.  შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა ქ. ოზურგეთში ჩაატარეს.