არჩილ კბილაშვილი: -„დათა ახალაია შესაძლოა პასუხისგებაში საერთოდ აღარ მიეცეს“

0

kbilashvili-archilარჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ დათა ახალაიას მეშვეობით დადგინდება მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი ქმედებები, ის პასუხისგებაში საერთოდ აღარ მიეცეს.

აღნიშნული შესახებ მთავარმა პროკურორმა გაზეთ “პრაიმ ტაიმისთის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ” – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
არჩილ კბილაშვილის თქმით, ჯერჯერობით, ვიდრე საკითხი ვირტუალურ სივრცეში განიხილება, უჭირს პროგნოზირება, რა დოზით, ან საერთოდ გამოიყენებს თუ არა პროკურატურა კანონით მინიჭებულ ამ შესაძლებლობას. მთავარი პროკურორის განცხადებით, ასევე უცნობია, აპირებს თუ არა დათა ახალაია რეალურად ჩამოსვლას, ან რომ ჩამოვა, რა ჩვენებას მისცემს და როგორ განვითარდება მოვლენები.

სხვა ახალი ამბები: