არჩილ კბილაშვილი: “პასუხს კითხვაზე მოკლეს თუ არა ჟვანია, საზოგადოება მალე მიიღებს”

0
kbilashviliსაქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნის ზუსტ თარიღს ჯერ–ჯერობით კვლავ ვერ ასახელებს, თუმცა პირობას დებს, რომ „პასუხს კითხვაზე, მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია, საზოგადოება მალე მიიღებს”.
ამის შესახებ მან გაზეთ  “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „გამოძიება წინ მიდის და წარმატებით დასრულდება”.
“გამოძიება ჩიხში არ შესულა, პირიქით, წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა – ადამიანი მოკლულია, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამის ამ ეტაპზე თქმა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველა საკითხი, მათ შორის უმთავრესი პასუხგაცემული იქნება. კითხვაზე, რომელიც დღეს აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას –ეს მკვლელობა იყო, თუ უბედური შემთხვევა, მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს”, – განაცხადა კბილაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: