“არ გააჩერო ანაკლია”- აქცია-კონცერტი განმუხურში (VIDEO)

0

DSC01097ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში აქცია-კონცერტი სახელწოდებით “არ გააჩერო ანაკლია” საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. აჩიკო გულედანი და “მწვანე ოთახი”, ზუმბა, სალომე კორკოტაშვილი და სხვა ქართველი შემსრულებლები ერთმანეთს ცვლიდნენ სცენაზე. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აქცია-კონცერტის მიზანი იყო არ გაჩერდეს ის პროექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ისინი ეჭვობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება ყველა პროექტის შეჩერებას აპირებს.

“ღონისძიების მთავარი მესიჯი არის არ გააჩეროთ. ეს არის ახალგაზრდების მთავარი გზავნილი, რომ ანაკლიაში მშენებლობები დღეს არ უნდა გაჩერდეს. ძლიერი ანაკლია ძლიერი საქართველოს საწინდარია და ჩვენ ახალგაზრდები ყოველთვის ვიდგებით ამ პოზიციაზე. ჩვენ ვიდგებით იქ, რასაც ჰქვია ანაკლიის მშენებლობა”-აცხადებს სამეგრელოს აზალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერი ანი წითლიძე.

წითლიძის განცხადებით მომოღერლებს კონცერტისთვის ჰონორარი არ მიუღიათ და ისინი საკუთარი სურვილით ჩამოვიდნენ ანაკლიაში. მომღერლებთან ერთად ანაკლიას თბილისიდან ჩამოსული ბევრი ცნობილი სახე სტუმრობდა.

სხვა ახალი ამბები: