ასლან ბჟანია რუსეთს თავს აწონებს

0

10520504_541705905952008_342259251_nოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ სატრანზიტო, სოფლის მეურნეობის, ჰიდროენერგეტიკისა და ტურიზმის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. მდიდარი ქვეყანა ვართ და მალე დადგება ის დრო, როდესაც ფინანსური დახმარება აღარ დაგვჭირდება. საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ინვესტორების მოზიდვასა და თანამედროვე ეკონომიკის შექმნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის აფხაზური საზოგადოების კონსოლიდაციას შეეცდება.

სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთან საუბარში ასლან ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე საბაჟო სამსახურის მუშაობის წესები უნდა გამარტივდეს.

„ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებმა საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლონ. საზღვარი მხოლოდ მათთვის უნდა არსებობდეს, ვინც კანონს არღვევს“, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ასლან ბჟანიას თქმით, ის მომხრეა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების შეძენის უფლება მიეცეთ.

სხვა ახალი ამბები: