ასოციაცია “დრონი” საერთაშორისო ტრეინინგს “მომავლის ლიდერების ლაბორატორია” განახორციელებს

0

10805060_911543412196785_1728314863_n15-22 ნოემბერის ჩათვლით, ბაკურიანი საერთაშორისო ტრენინგს „მომავლის ლიდერების ლაბორატორია“ მასპინძლობს, რომლის ორგანიზატორია ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი“. პროექტი ევროკავშირის პროგრამის Erasmus + ფარგლებში ხორციელდება  და მასში მონაწილეობას მიიღებს 30 წარმატებული და აქტიური ახალგაზრდა 7 სხვადსხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა და საქართველო.

პროექტი მიზნად ისახავს მონაწილე ახალგაზრდებში ლიდერობის უნარ-ჩვევების გამოვლენას, მათზე მუშაობას და განვითარებას. ახალგაზრდები თეორიული ცოდნის თუ ცნობილი ლიდერების მაგალითზე გაიაზრებენ ლიდერობის საჭირო უნარებს, ტექნიკებს, ჩვევებს, განიხილავენ ამ უნარების განვითარების გზებს და მათ რეალიზებას საზოგადოებაში. აქტივობები მიმართული იქნება ლიდერობის მოტივაციის გაზრდასა და თვითშეფასების ამაღლებაზე.

ახალგაზრდები დაინახავენ თავიანთ როლს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში და შეიმუშავებენ  საზოგადოებაზე მორგებულ თავიანთ სამოქმედო სტრატეგიას. მონაწილეები გაუზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს და ტრეინინგის განმავლობაში დაგეგმავენ მათი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, რათა ლიდერებმა მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა საჭიროა საჯაროდ სიტყვის გამოსვლის ტექნიკების ფლობაც.

ტრენინგ კურსის განავლობაში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამების შესახებ და თვითონაც ჩაერთონ ამ პროგრამების ფარგლებში. გარდა იმისა გაეცნობიან , თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ლიდერი, მათ პროექტის დასრულების პროცესში ასევე ექნებათ თავიანთი პერსონალური განვითარების სტრატეგიაც, დაგეგმავენ სამომავლო ერთობლის პროექტებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დაიწყებენ შემუშავებული გეგმებისა თუ პროექტების განხორციელებას.

სხვა ახალი ამბები: